კომპიუტერული 3D ტომოგრაფია (ე.წ კატე)

როგორ იწარმოება კომპიუტერული ტომოგრაფია (ე.წ კატე), ყბის 3D დიაგნოსტიკა:

კომპიუტერული ტომოგრაფია (ე.წ კატე) სტომატოლოგიაში – ეს გახლავთ კბილების ან კბილების/ყბის სამგანზომილებიანი გამოსახულება. განსხვავებით ჩვეულებრივი რენტგენული ბრტყელი სურათისგან, აქ კბილები ყველა მხრიდან ჩანს. შეგვიძლია ჩავიხედოთ ღრძილებში, კბილის და ყბის ძვლოვან ნებისმიერ ნაწილში.

ზედა და ქვედა ყბის კომპიუტერული ტომოგრაფია (ე.წ კატე) – დიაგნოსტიკასა და სტომატოლოგიაში, დღევანდელ დღეს ყველაზე ინფორმატიული სახეობაა.

რას გვაჩვენებს კომპიუტერული ტომოგრაფია (ე.წ კატე) ? 

კბილების მკურნალობისთვის:

არხების რაოდენობას, არხების მიმართულებას, ნერვების მოხრილობას, კბილის ფესვში ბზარებს, კისტებს, გრანულებს, ბჟენის ქვეშ მეორად კარიესს, სხვა ანთებებს.

პროტეზირებისთვის:

კბილის სანდოობას საყრდენობის კუთხით, მის გარშემო ძვლის მდგომარეობას, სიზუსტეს – იმპლანტების პოზიციონირებისთვის, გვირგვინის კბილის ნაწილზე მდებარეობის სიზუსტეს, საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის მდგომარეობას. 

კბილის ამოღებისა და კბილის გადარჩენის ოპერაციებისთვის:

გვაჩვენებს ფესვების ფორმას და შესაძლო პრობლემებს ამოღებისას, კბილის ფესვების სიახლოვეს ჰაიმორის ღრუსთან, კბილის ფესვების სიახლოვეს ქვედაყბის ნერვთან, ძვლისშიდა ანთებით პროცესებს, წვდომას ჯერ არ ამოსულ ან არასწორად განლაგებულ კბილებთან. აგრეთვე უცხო სხეულებს: კბილის ფესვის ნატეხებს, საბჟენი მატერიალის ფრაგმენტებს.

იმპლანტაციისა და ძვლის სახეცვლილებისთვის: 

გვაჩვენებს ძვლოვანი ქსოვილის მოცულობას, ქსოვილის ხარისხს (გაფხვიერება), იმპლანტანტის საჭირო ზომას, მის სწორ მიმართულებას, ჰაიმორის ღრუს ან ნერვის დაზიანების რისკს, ძვლის მზაობას იმპლანტაციისთვის, იმპლანტანტის მზაობას დატვირთვისთვის, ძვალზე ხელმისაწვდომობას სინუს-ლიფტინგისა და მსგავსი ოპერაციებისთვის. 

საფეთქელ-ქვედაყბის მკურნალობისთვის: 

ძვლოვანი, შემაერთებელი და ხრტილოვანი ქსოვილების სიმკვრივეს, სტრუქტურულ ცვლილებებს, დეგენერაციულ პროცესებს სახსრის ქსოვილებში, საფეთქელ-ქვედაყბის ანთებას, ახალ წარმონაქმნებს; სახსრის თავაკის ადგილმონაცვლეობას, სახსრის ღრუს ზომას, სახსრის დისკის გადახრას.

ტომოგრამა აგრეთვე გამოიყენება ბავშვთა სტომატოლოგიაში:

კბილების ჩანასახთა შეფასებისთვის, კბილების ზრდის მიმართულებას, ანთებით პროცესებს. 

ორთოდონტები კომპიუტერულ ტომოგრაფია (ე.წ კატე) -ზე გზავნიან ე.წ პრიკუსის დიაგნოსტიკისთვის. 

ტომოგრაფიის მონაცემები მოთხოვნადია ყბა-სახის ქირურგიასა და ოტოლარინგოლოგიაში, მაგალითად ჰაიმორიტის დიაგნოსტიკისას.

 

ყველა ამ ნიუანსს  კომპიუტერული ტომოგრაფია (ე.წ კატე)  იძლევა.

ვიზიტის დაჯავშნა

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა