კბილების პანორამული სურათი

როგორ იწარმოება ორთოპანტომოგრამის გამოკვლევა:

კბილების პანორამული სურათი, ანუ ორთოპანტომოგრამა, სამედიცინო ტერმინოლოგიით – კბილების პანორამული რენტგენოლოგიური სურათია. ის კეთდება მბრუნავი აპარატის მეშვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს სპეციალისტს გამოიკვლიოს ინფორმაცია – კბილების, პირის ღრუს რბილი ქსოვილების და ძვლების მდგომარეობაზე. „დავინჩი დიაგნოსტიკის“ ცენტრებში დამონტაჟებულია უახლესი თაობის რენტგენოლოგიური აპარატურა.

ორთოპანტომოგრამის შესაძლებლობები

კბილების პანორამული რენტგენი აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. გრძელდება ნახევარ წუთამდე და იძლევა საშუალებას მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ყბის მდგომარეობის შესახებ.

 ასეთი გამოკვლევა გვეხმარება:

შევაფასოთ ცალკეული კბილის მდგომარეობა, ჰაიმორის ღრუ, საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი, დავინახოთ კარიესის კერები, ახალწარმონაქმნები (კისტა, გრანულები). აგრეთვე გვეხმარება პაროდონტისა და ძვლოვანი ქსოვილების დაავადებები საწყის სტადიაშივე გამოვავლინოთ; გავაკონტრლოთ ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხი, მათ შორის არხების დაბჟენა; ვაკონტროლოთ ბავშვებში კბილის პათოლოგიების განვითარება.

ვიზიტის დაჯავშნა

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა